გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბანში გამგებლის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ

Ephraim Stillberg

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ამჟამინდელი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ნუგზარ ჩადუნელი, თანამდებობიდან გადადგეს.

აქციის ორგანიზატორი, ტელმან გასანოვი, ჩადუნელს ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების მფარველობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გამგეობაში ამ დრომდე საკადრო ცვლილებები არ გატარებულა და ნაციონალური მოძრაობის წევრები თანამდებობებზე კვლავ რჩებიან.

ნუგზარ ჩადუნელი აქციის მონაწილეთა ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ თუ კონკრეტული მასალები არსებობს, სადაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მფარველობს და კორუფციაში არ ამხელს, მასალები სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცენ.

ჩადუნელმა ასევე თქვა, რომ მტკიცებულებები ,რომლებივ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს კორუფციაში ამხელს, პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.

აქციის მონაწილეების თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციას ხვალაც გამართავენ.

კომენტარები