კონფლიქტი სირიაში

აშშ-მა შესაძლოა სირიაზე სამხედრო იერიში არ მიიტანოს

reuters.com

აშშ სირიაზე სამხედრო იერიშს არ მიიტანს, თუ ბაშარ ალ ასადის მთავრობა ქიმიურ იარაღს საერთაშორისო კონტროლს ჩააბარებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ის სკეპტიკურად უყურებს.  

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სირიაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ დებატები გუშინ დაიწყო. რუსეთმა სირიას ქიმიური იარაღის განადგურება შესთავაზა.

თუმცა, ობამამ არ გამორიცხა, რომ სამხედრო ინტერვენცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაეწყო. როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, მას აქვს კონსტიტუციური უფლება, კონგრესის მხარდაჭერის გარეშე სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.

ბარაკ ობამას განცხადებით, სირიის ხელისუფლებამ 21 აგვისტოს დამასკში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რამაც 1429 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამხედრო ინტერვენცია აუცილებელია. ობამას თქმით, ოპერაცია შესაძლოა ხანმოკლე იყოს, თუმცა მომავალ ქიმიურ თავდასხმებს შეაჩერებს. სირიაში შესაძლო სამხედრო ოპერაცია საჰაერო იქნება და აშშ-ის ჯარისკაცები სახმელეთო ოპერაციას არ განახორციელებენ.

 

 

კომენტარები