სირიის ქალაქ ჰომსის ცენტრში თითქმის ერთდროულად 2 ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქებების შედეგად მინიმუმ 32 ადამიანი დაიღუპა, 90-მდე კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი ბომბი ავტომობილში იყო დამონტაჟებული, მეორე კი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
მასშტაბური თავდასხმა სირიაში გაეროს დახმარებით მიღწეულ ზავის პერიოდს დაემთხვა.
კონფლიქტი სირიაში