მსოფლიოს უნივერსიტეტები

მსოფლიოს წამყვანი 20 უნივერსიტეტი

ბრიტანული საგანმანათლებლო კომპანიის QS-ის (Quacquarelli Symonds) შეფასების მიხედვით, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ოცეულში აშშ-ის, ბრიტანეთის, შვეიცარიისა და კანადის უნივერსიტეტები მოხვდნენ.

პირველი პოზიცია აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა დაიკავა. მეორე ადგილზე კი ჰარვარდის უნივერსიტეტია.

მესამე, მეოთხე და მეხუთე პოზიციებს დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტები - კემბრიჯი, University College London და Imperial College London იკავებენ. მეექვსე ადგილზე კი ოქსფორდის უნივერსიტეტია.

ათეულში დარჩენილი პოზიციები აშშ-ის სტენფორდის, იელის, ჩიკაგოს უნივერსიტეტებმა და კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტმა გაინაწილეს. ამ უკანასკნელთან მეათე ადგილს აშშ-ის პრინსტონის უნივერსიტეტი იყოფს.

შვეიცარიის უნივერსიტეტები Eth Zurich და Ecole Polytechnique Fédérale de Lausanne ოცეულში მეთორმეტე და მეცხრამეტე ადგილებზე არიან.

ოცეულში, გარდა ჩამოთვლილისა, ასევე გვხვდება აშშ-ის უნივერსიტეტები. მათ შორის პენსილვანიის, კოლუმბიის, კორნელისა და ჯონს ჰოპკინსის სასწავლებლები. ასევე ბრიტანეთში, ედინბურგისა და ლონდონის ქინგს კოლეჯი. მეჩვიდმეტე პოზიციას კი კანადის ტორონტოს უნივერსიტეტი იკავებს.

 

1. Massachusetts Institute of Technology (MIT)

2. Harvard University

3. University of Cambridge

4. University College London (UCL)

5. Imperial College London

6. University of Oxford

7. Stanford University

8. Yale University

9. University of Chicago

10=. California Institute of Technology (Caltech)

10=. Princeton University

12. Eth Zurich (Swiss Federal Institute of Technology)

13. University of Pennsylvania

14. Columbia University

15. Cornell University

16. Johns Hopkins University

17=. University of Edinburgh

17=. University of Toronto

19=. Ecole Polytechnique Fédérale de Lausanne

19=. King's College London

კომენტარები