შემთხვევა ვაშინგტონში

აშშ-ში სამხედრო-საზღვაო ძალების შენობაზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

washingtonpost.com

დღეს ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს შენობაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციელთა ინფორმაციით, თავდასხმა სამხედრო ტანსაცმელში შემოსილი სამი პირის მიერ მოხდა. მათ შორის ერთი სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა. დანარჩენი ორი კი იძებნება. შემთხვევა დილით 8:20-ზე მოხდა.

შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. ზოგი კი თავშესაფრებში გადაიყვანეს.

სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს. აღნიშნული სამმართველო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველაზე დიდი სამმართველოა.

კომენტარები