გერმანია

გერმანიის არჩევნებში მერკელის პარტია ლიდერობს

0 კომენტარი
ფოტო: dw.de

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, მოქმედი კანცლერის ანგელა მერკელის ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა საპარლამენტო არჩევნებზე შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რომელ პარტიებთან შექმნის კოალიციას გამარჯვებული ძალა.

ეგზიტპოლების მიხედვით, ქრისტიან დემოკრატებმა ამომრჩევლების 42 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვეს. მათმა მთავარმა მეტოქეებმა - სოციალ-დმოკრატება ხმების 26 პროცენტი მიღეს.
მერკელის პარტიის პარტნიორმა თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ ხმების მხოლოდ 4, 7 პროცენტი მიიღო და შესაძლოა პარლამენტში ვერ მოხვდეს.
მწვანეთა პარტიამ 8 პროცენტი მიიღო, მემარცხენე პარტიამ - 8,5 პროცენტი.

ახალი მთავრობის შექმნის საკითხი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე ღიად რჩება. თუ თავისუფალი დემოკრატები ბუნდესტაგში ვერ მოხვდნენ, ქრისტიან-დემოკრატები კოალიციაში პარტნიორის გარეშე დარჩებიან და მთავრობის ფორმირება სოციალურ- დემოკრატებთან ერთად, ე. წ. „დიდი კოალიციით" მოუწევს, ისევე, როგორც სახით 2009 წლის არჩევნებამდე.

თუმცა, როგორც დოიჩე ველე აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ კაბინეტი სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და მემარცხენეებმა შექმნან. იმის მიუხედავად, რომ სოციალ-დემოკრატები მემარცხენეებთან კოალიციაზე აქამდე უარს ამბობდნენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები