NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 44% თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიაა

0 კომენტარი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? - გამოკითხულთა 44% პასუხობს, რომ ქვეყანაში არის დამოკრატია. მაჩვენებელი ივნისის თვესთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი. 

გამოკითხულთა ასევე 44% თვლის, რომ საქართველოში ამჟამად არ არის დემოკრატია. ივნისში იმავე კითხვაზე მაჩვენებელი 46% იყო.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები