ივანიშვილის განცხადება

ივანიშვილი:ერთი-ორი მინისტრის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

ერთი-ორი მინისტრის გულწრფელობაზე ეჭვები არსებობს, თუმცა ისინიც გამოსწორდებიან - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, საქართველოს ძალიან კარგი და კარგი მინისტრები ჰყავს. შეიძლება ზოგიერთზე შეკითხვები არსებობს, მაგრამ ისინი მალე დალაგდებიან.

პრემიერმინისტრი ალექსანდრე რონდელის ნათქვამსაც გამოეხმაურა, რომლის აზრით, ივანიშვილის წასვლის შემდეგ საქართველოს სუსტი მთავრობა ეყოლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ იქნება. "მე არ ვაპირებ იატაქვეშიდან ან ზურგს უკნიდან მთავრობის მართვას. რა თქმა უნდა, ჩემი აქტიური მოქალაქეობით გავლენას მოვახდენ, თუმცა მთავრობისთვის არაფრის დაბარებას და მითითებას არ ვაპირებ, კონსულტაციებს კი არავის დავზარდები", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები