საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ

სუბარი: არჩევნებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყანაში თავისუფლად შეიძლება სუნთქვა

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე "ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც თავისუფლად შეიძლება სუნთქვა". ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, კვლევის პრეზენტაციაზე განუცხადა.

"დღეს ერთ-ერთ მეწარმესთან ვიყავი, რომელსაც მისი ნაყიდი ქონება წაართვეს და აჩუქეს კოდუას. დღეს ეს ადამიანი თავის საწარმოში აგრძელებს ბიზნესს. ბიზნესის წართმევა ყოფილმა ხელისუფლებამ ცხოვრების წესად აქცია. დღეს თავისუფლებაა და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეკონომიკურად განვითარდეს ქვეყანა და ამის შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ. დღეს, ფოკუსი არის ადამიანი და მისი უფლებები, მოთხოვნილებები და არა ერთი მუჭა მმართველი ზედა ფენა, რომელიც ცდილობდა ყველაფერი ხელში ჩაეგდო", - აცხადებს სუბარი.

 

კომენტარები