სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშები

ლალი მაროშკინა: მზად ვარ, ქართველ სპორტსმენებს სოჭის ოლიმპიადაზე გავყვე

0 კომენტარი

სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლის ლალი მაროშკინას განცხადებით, სოჭელები ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. მაროშკინას თქმით, მას გუშინ სოჭიდან დაუკავშირდნენ და ქართულ მხარეს სთხოვეს, პროვოკაციას არ აყვნენ.

"ამ განცხადებას ვაკეთებ არა როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი, არამედ საქართველოს რიგითი მოქალაქე, როგორც წარმოშობით სოჭელი. გუშინ სოჭიდან დამიკავშირდა უამრავი ქართველი, იქაური სათვისტომოს თავმჯდომარე, უფლებადამცველები და ჟურნალისტები. ისინი გვთხოვენ - არ ავყვეთ პროვოკაციას, არ დავიმსახუროთ სანქციები, არ გავუფუჭოთ მომავალი პერსპექტიულ სპორტსმენებს და სოჭში გამოვიყენოთ მაღალი ტრიბუნა, მსოფლიოს სწორედ სოჭიდან ველაპარაკოთ პრობლემებზე. მე მზადყოფნას ვაფიქსირებ, როგორც ეთნიკურად რუსი, წარმოშობით სოჭელი და საქართველოს მოქალაქე, იმ შემთხვევაში, თუ იქნება პოლიტიკური ნება, გავყვე ქართველ სპორტსმენებს და სოჭიდან დავაფიქსირო საქართველოს პოზიცია", - აცხადებს ლალი მაროშკინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები