შემთხვევა გორში

გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა

mod.gov.ge

გვიან ღამით გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ფეხით მოსიარულე მე-5 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს რომან არაქელოვსა და სერჟანტს ომარ დარჩიძეს გზატკეცილზე ავტომანქანა დაეჯახა.

არაქელოვი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლის ივლისიდან, დარჩიძე კი 2005 წლის აპრილიდან ირიცხება. ისინი საკონტრაქტო სამსახურს გადიოდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას, რომელიც ფეხით  მოსიარულეებს დაეჯახა, შსს-ს თანამშრომელი მართავდა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები