ძველაიას საქმე

ძველაიას ადვოკატი თვითმკვლელობას ფაქტობრივად გამორიცხავს

netgazeti.ge

გარდაცვლილი არასრულწლოვანი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახის ადვოკატის ლედი დუკვაძეს განცხადებით, გარდაცვლილს მარჯვენა ხელის მიდამოში სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული, რომლის გამოც მას მარჯვენა ხელის გამოყენება, ფაქტობრივად, არ შეეძლო.

"ეს ტრავმა მან წინა ნასამართლობის დროს მიიღო, მისი ხელი პარალიზებული იყო და ის ვერ შეძლებდა ზოგიერთი მოქმედების ერთი ხელით შესრულებას. შესაბამისაც, ჩნდება კითხვა, შეძლებდა კი გარდაცვლილი ერთი ხელით თოკის დამზადებას, ჩამოკიდებას და სხვა ქმედებების შესრულებას, რომელიც ამ ტრაგიკული შემთხვევით დასრულდა?" - განაცხადა ლედი დუკვაძემ.

მისი თქმით ამ შეკითხვებს პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს.

ცნობისთვის, ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი გოგა ძველაია 8 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, 16 წლის პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი ქურდობის ბრალდებით, მეორედ დააკავეს. 16 წლის ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს და ის თანხის გადახდის შემდეგ უნდა გაეთავისუფლებინათ. ძველაია საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო.

 

კომენტარები