აქცია - შეაჩერე ანექსია

რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა

საქართველოს შვიდ ქალაქში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართა. აქცია სახელწოდებით "შეაჩერე ანექსია" დღეს 15:00 საათზე, თბილისის, რუსთავის, თელავის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებზე ერთდროულად დაიწყო. 

სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქციის ფარგლებში ცოცხალი ჯაჭვი ახალგაზრდებმა 15 წუთის განმავლობაში შეკრეს. 
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი ხველედიანმა განაცხადა, მათი გზავნილია, რომ საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებსა და მიმდევრებს ძალიან მკაფიო და ცალსახა პოზიცია აქვთ რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირები და მიუხედავად იდეოლოგიური თუ პოლიტიკური განსხვავებისა, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არ ეგუება და ერთიანი ძალებით იბრძვის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ.

კომენტარები