Pussy Riot რუსეთში

Pussy Riot-ის წევრი მარია ალიოხინა სასჯელის შემსუბუქების თხოვნაზე უარს ამბობს

huffingtonpost.com

Pussy Riot-ის წევრი მარია ალიოხინა მეგობარს სოლიდარობას უცხადებს და სასჯელის შემსუბუქების თხოვნაზე უარს ამბობს. ალიოხინას  თქმით, ის ციხეს მხოლოდ საპროტესტო პანკჯგუფის წევრ ნადეჟდა ტოლოკონიკოვასთან ერთად დატოვებს.

"ნუ ელოდებით ჩემგან ბრალის აღიარებას, ის არ არსებობს და არც იარსებებს. 2012 წლის 21 თებერვალი მზიანი და სიცოცხლით სავსე დღე იყო. სულ ეს არის", - განაცხადა მარია ალიოხინამ.

ჯგუფის წევრები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში 21 თებერვალს ჩატარებული აქციისთვის 2012 წლის აგვისტოში დააკავეს. Pussy Riot-ის წევრების განმარტებით, მათ პანკლოცვა აღავლინეს "ღვთისმშობელო, განაგდე პუტინი".  სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობაში. 

კომენტარები