27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები პრეზიდენტს დღეს აირჩევენ

0 კომენტარი
Servicemen from the 31st battalion of Georgian Armed Forces attend a farewell ceremony at Vaziani military base outside Tbilisi ფოტო: David Mdzinarishvili / REUTERS

ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტს დღეს აირჩევენ. ავღანეთში კენჭისყრის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ავღანეთში შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე სამხედროებისთვის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ორი საარჩევნო უბანია გახსნილი.

გარდა ავღანეთისა, საზღვარგარეთ 36 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანია გახსნილი. სადაც პრეზიდენტის არჩევნები, ისევე, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 27 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები