C ჰეპატიტის მკურნალობა

სერგეენკო: C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიაფდება

facebook.com/mohgovge

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიაფდება. როგორც სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა,  ახალი პროექტის თანახმად, პატიმრებს C ჰეპატიტის მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდებათ, ხოლო რიგით მოქალაქეებს გაუიაფდებათ.

დღესვე, ჯანდაცვის მინისტრმა სოფლის ექიმებისთვის ხელფასების მომატებაზეც ისაუბრა. სერგეენკოს თქმით, უკვე არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც, სოფლის ექიმებისთვის ხელფასების მომატება 30 პროცენტით არის შესაძლებელი.

"სოფლის ექიმების ხელფასი 500 ლარია. აქედან ნახევარს სახელმწიფო იხდიდა, ნახევარს - კერძო სადაზღვევო კომპანიები. ამ ექიმებს სხვა სტატუსი ჰქონდათ, ამბულატორიებს კი, სხვა იურიდიული სტატუსი. ექიმებს ამბულატორიებისთვის ფართის დაქირავება, კომუნალური ხარჯების გასტუმრება და საჭირო საკანცელარიო თუ მედიკამენტების შეძენა უწევდათ, რაზეც უკვე ჩვენ ვიზრუნებთ", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

კომენტარები