ლიბერთი ბანკის პროექტი

ლიბერთი ბანკმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელექტრონული დარბაზი გახსნა

21 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრონული დარბაზი გაიხსნა. ახალი დარბაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ გახსნეს.

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ელექტრონული დარბაზის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეძლო. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ლიბერთი ბანკმა ელექტრონული დარბაზისთვის 50-მდე კომპიუტერი, ავეჯი და სხვა საჭირო ტექნიკა შეიძინა. უახლესი ტექნიკა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგარემონტებულ ფართზე განთავსდა.

ელექტრონული დარბაზი, რომლის სახელი ლიბერთი იქნება, მკითხველს ელექტრონულ წიგნებს, ჟურნალებს, გაზეთებს და ინტერნეტზე თავისუფალ წვდომას შესთავაზებს. დარბაზი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს.

ასევე, ბანკი და მისი შვილობილი კომპანია სმარტექსი, რომელიც ინტერნეტპროექტების დაფინანსებისთვის პირველ ქართულ ვენჩურულ ფონდს წარმოადგენს, ორგანიზებას გაუწევენ ბიბლიოთეკაში ინტერნეტპროექტებისა და კომპანიების დაარსების, მართვისა და კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარების ჩატარებასა და ამ სფეროში გავლენიანი სტუმრების მოწვევას.

 

კომენტარები