არჩევნები 2013

გიორგობიანი: არჩევნებზე კანონდარღვევაზე პოლიცია მყისიერ რეაგირებას მოახდენს

შსს

არჩევნებზე კანონდარღვევის შემთხვევაში პოლიცია მყისიერ რეაგირებას მოახდენს და შესაბამისს ზომებს მიიღებს - განაცხადა შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

 გიორგობიანი მოქალაქეებს მოუწოდებს არჩევნების მიმდინარეობისას კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდონ.

რაც შეეხებ ზემო ფონიჭალაში ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ამ ინციდენტის შესახებ შეტყობინება პოლიციაში არ შესულა.
"აღნიშნულ საკითხს შევისწავლით. თუ დადასტურდა ფაქტი, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. რაც შეეხება ზოგად განცხადებებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან იმის შესახებ, რომ პოლიცია ახდენს ზეწოლას მათ მხარდამჭერებზე, ეს არის ცრუ ინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან, ნუ შეეცდებიან ხელოვნურად შექმნან დაძაბულ ფონი. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ რაიმე დარღვევა მოხდება შეატყობინონ პოლიციას დ და ჩვენ დაუყონებლივ რეაგირებას მოვახდენთ"-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

კომენტარები