არჩევნები 2013

TI: არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, არჩევნების დღეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა თქვა, რომ ასეთ შემთხვევებზე უწყებათაშორისი კომისიისთვის განცხადებით არ მიუმართავთ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო უწყებათაშორის კომისიებს რეკომენდაციებს შესთავაზებს, თუ რა უნდა გაკეთდეს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიზნით. ძირითადად ჩვენი შეთავაზებები პროცედურულ საკითხებს შეეხება”, - თქვა ნატროშვილმა.

ნატროშვილმა უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომისიამ ბევრი რეკომენდაცია გამოაქვეყნა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საქმეს თავი გაართვა. ერთადერთი შემთხვევა, რომელიც უსიამოვნოდ შეფასდა, კომისიის შემადგენლობიდან ნაციონალური მოძრაობის გასვლაა.

კომენტარები