არჩევნები 2013

ზალკალიანი: საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლეს

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელშეშლის ფაქტს საქართველო ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს. როგორც ზალკალიანმა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე თქვა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჟენევაში 5-6 ნოემბერს გაიმართება.

"მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ არჩევნების დღეს მოსახლეობას ხელს არ შეუშლიდნენ, მოქალაქეებმა ვერ შეძლეს თავიანთი ფუნდამენტური უფლების განხორციელება. ჩვენ ამ საკითხს აქტიურად დავაყენებთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები