საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

პრეზიდენტმა სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. უსუფაშვილის ცნობით, პრეზიდენტის შენიშვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და ვეტოს დაძლევის საკითხი პარასკევის სესიაზე გავა.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელშიც შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის ფიცის დადების მომეტიდან ასამოქმედებელ საკონსტიტუციო ნორმებს უკავშირდება.

საკანონმდებლო ინიციატივა ყოფილი სახელისუფლო გუნდის კრიტიკის საგანს წარმოადგენდა. კერძოდ, უმცირესობისთვის მიუღებელია, რომ მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე, 3-წლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამი წლით დანიშნულ მოსამართლეს დააკვირდება და ამ მონიტორინგის შემდეგ მისი უვადოდ გადანიშვნა შესაძლებელი გახდება. აღნიშნული ნორმა, რომელიც კანონში ჩაწერამდე, 2010 წელს კონსტიტუციაში აისახა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც გააპროტესტა.

ცვლილებების თანახმად, იზრდება მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკიც და ნაცვლად 28 წლისა, 30 წლით განისაზღვრება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები