კულტურული მემკვიდრეობა

აჭარაში სამ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0 კომენტარი
გრაფინია ფესენკოს აგარაკი, მახინჯაური

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის #3/182 ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა აჭარაში არსებულ სამ ობიექტს: 1. გრაფინია ფესენკოს აგარაკი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა(იგივე მახინჯაურის ბავშვთა სახლი); 2. ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი, აშენებული მე-18 საუკუნეში, მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში და 3. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში არსებული მახოს ხიდი, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება.

ბრძანება 2013 წლის 28 ოქტომბერსაა გამოცემული და მას კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ბერიკაშვილი აწერს ხელს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები