საგზაო წესების დარღვევა

შსს: ჯარიმების ადრესატთან დაგვიანებით მისვლაზე პასუხისმგებლობა ფოსტას ეკისრება

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, საგზაო წესების დარღვევის გამო ჯარიმების რამდენიმე თვის დაგვიანებით ადრესატთან მისვლაზე, პასუხისმგებლობა ფოსტას ეკისრება. მისი თქმით, წესების დამრღვევ მძღოლებს ჯარიმები რამდენიმე თვის დაგვიანებით მიუვიდათ. თავად მძღოლები კი ამბობენ, რომ მათ ივლისის თვის საჯარიმო ქვითრები 4 თვის დაგვიანებით მიიღეს.

გიორგობიანის თქმით, "ჩვენ დროულად ვაფიქსირებთ დარღვევებს, რაც, როგორც წესი, ერთიან ბაზაში შეგვაქვს. შემდეგ ეს ფოსტამ უნდა მიუტანოს დაჯარიმებულებს. ფოსტამ საჯარიმო ქვითრები დროულად არ დაარიგა და დაგროვებული ჯარიმების დარიგება ახლა დაიწყო".

გარდა ზემოაღნიშნულისა, გიორგობიანმა ასევე თქვა, რომ შს მინისტრი 11 ნოემბერს გამოაცხადებს ახალ ინიციატივას, რაც ჯარიმების შემცირებასთანაა დაკავშირებული.

კომენტარები