ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი

ბაგრატიონები აცხადებენ, რომ მონარქიის აღდგენაზე დისკუსიაში არ მონაწილეობენ

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

საქართველოს სამეფო ოჯახის წევრი, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი - გიორგი უწმინდესმა და უნეტარესმა საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა და უფლისწული უწოდა, საზოგადოებაში არაერთხელ გაისმა საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონსტუტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით.

მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს მოწოდებები ჩემთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა და რომ ჩემი ოჯახი მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ პროცესში.

ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმევა არც ერთი ნაბიჯი ქართველ ხალხთან და ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, რომელმაც იბრძოლა ჩვენი ერისა და ასევე, ჩემი ოჯახის თავისუფლებისთვის".

კომენტარები