კონფლიქტი საქართველოს ნაკრებში

ხიზანიშვილი: ფედერაციას ვთხოვ, ქეცბაია ნაკრებს ჩამოაშოროს

0 კომენტარი
ზურაბ ხიზანიშვილი ფოტო: www.whoateallthepies.tv

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზურაბ ხიზანიშვილმა ნაკრებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. თურქული ქაისერსფორის ფეხბურთელი ფედერაციას სთხოვს, თერმურ ქეცბაია ნაკრებს ჩამოაშოროს. 

"ფედერაციას კიდევ ერთხელ ვთხოვ: ჩამოაშორონ ეს კაცი ნაკრებს! ჰკითხეთ ნაკრების ფეხბურთელებს და თუ უმრავლესობა იმავეს არ გეტყვით, ხმას აღარ ამოვიღებ! უპირველესად იმიტომ უნდა წავიდეს, რომ ნაკრებს აღარ უნდა! ფეხბურთელებს აღარ უნდათ, რომ მათი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყოს! ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ... დღეს ის მარტოა და არავის ენდობა, არც თანაშემწე ჰყავს, არც ფიზმომზადების მწვრთნელი", - განაცხადა ხიზანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

თავად ზურაბ ხიზანიშვილი ნაკრებიდან წელს, საფრანგეთთან თამაშის შემდეგ წავიდა, მას მერე რაც თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტი მოუვიდა. ფეხბურთელმა ინტერვიუში ნაკრებში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.

"თემური ერთხელ მაინც თუ დაინტერესდა, რატომ არ ჩამოდის ჯანო ანანიძე? ქეცბაიას ზოგიერთი ფეხბურთელი კი უთმენს გინებას, მაგრამ ყველა ხომ არ მოუთმენს? ანდა, რა გასაკვირია, ქართველმა კაცმა დედის გინება რომ არ მოითმინოს? როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, მომავალ ჩამოსვლაზე ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო, როგორი განწყობით უნდა ითამაშოს?! ასეთ ვითარებაში ნურავის გაუკვირდება, თუ რომელიმე მოთამაშე მოიმიზეზებს, ტრავმა მაქვს და ვერ ჩამოვალო", - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გუშინ, ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები