საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

მინისტრი ბიზნესმენებს მოუწოდებს რუსეთის ბაზარზე 100%-იანი გათვლა არ გააკეთონ

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის განცხადებით, რუსეთი არ არის ის ბაზარი, რომელზეც ქართველმა ბიზნესმენებმა 100%-იანი გათვლა უნდა გააკეთონ. კვირიკაშვილის თქმით მას აქვს იმედი, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ არ დაადებს ემბარგოს საქართველოს.

"თუ გავითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რაც უკვე დავინახეთ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება. ჩვენ ბიზნესს ვაფრთხილებთ, რომ რუსეთი არ არის ის ბაზარი, რომელზეც 100 %-იანი გათვლა გააკეთონ და მხოლოდ და მხოლოდ განიხილონ ეს ბაზარი როგორც დივერსიფიკაციის საშუალება და არა როგორც ერთადერთი ბაზარი.

აქედან გამომდინარე, სამწუხარო იქნება, რომ რუსეთი თუ კიდევ ერთხელ ამ ნაბიჯს გადადგამს, თუმცა, იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რაც გვაქვს კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, ეს ასე არ მოხდება, თუმცა, გამორიცხული არაფერი არ არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები