ებრაელთა თემი

ებრაელებისთვის ხანუქას დღესასწაული დაიწყო, რომელიც რვა დღეს გასტანს

ებრაელები მთელ მსოფლიოში განახლების დღესასწაულს, ხანუქას ზეიმობენ. დღესასწაული დღეს, 27 ნოემბერს დაიწყება და 8 დღეს გასტანს.

ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 165 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ. გადმოცემის თანახმად, ბრძოლის დასრულების შემდეგ ებრაელები ტაძარში მივიდნენ, ნახეს იქ მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ზეთი, რომლითაც მენორა, შვიდკანდელა უნდა დაენთოთ. ებრაელთა რწმენით, მოხდა სასწაული და მენორას ერთი დღის სამყოფი ზეთი, 8 დღის განმავლობაში ეყო.

ამ მოვლენის აღსანიშნავად, რვასანთლიან შანდალზე, ხანუქიაზე, ებრაელები თითო დღეს, თითო სანთელს ანთებენ. სასანთლეს 9 შტო აქვს, თუმცა მეცხრე სასანთლე დანარჩენი რვის "მსახურია".

 

 

 

კომენტარები