ინციდენტი თბილისის ზოოპარკში

თბილისის ზოოპარკის ბინადარ ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს

facebook.com/TbilisiZoo

თბილისის ზოოპარკის ბინადარ ცივეტას მოზარდებმა ცეცხლი წაუკიდეს - ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციამ თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით ცხოველთა დაზიანების მცდელობები არც ისე იშვიათია ზოოპარკში და იმედს იტოვებენ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ დაფიქსირდება.

”რამდენიმე დღის წინ საკმაოდ არასასიამოვნო შემთხვევა მოხდა თბილისის ზოოპარკში. ზოოპარკის დამთვალიერებლებმა, დაახლოებით 10-12 წლის ბავშვებმა, ჩვენს ბინადარ ცივეტას ცეცხლი წაუკიდეს. საბედნიეროდ, ჩვენმა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მიუსწრეს და ცხოველი გადაარჩინეს. ცივეტას მხოლოდ ბეწვის საფარი დაუზიანდა, დამწვრობა არ მიუღია, თუმცა საკმაოდ შეშინებულია და იმალება.

ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირია ზოოპარკის ტერიტორიაზე, როდესაც ვიზიტორები ცხოველებს აზიანებენ. ესვრიან სხვადასხვა საგნებს, ანთებულ სიგარეტს, კვებავენ მათთვის აკრძალული საკვებით და ასე შემდეგ... იმედი გვაქვს, მომავალში ასეთი ფაქტები აღარ დაფიქსირდება. თქვენც დაგვეხმარეთ და თუ რაიმეს შეამჩნევთ ერთად და დროულად შევაჩეროთ ცხოველებისთვის ზიანის მომტანები” - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები