აღმოსავლეთ პარტნიორობა

მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა

trm.md

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე 28 ნოემბერს მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა.

მოლდოვას პრეზიდენტის, ნიკოლაე ტიმოფტის განცხადებით, დოკუმენტის პარაფირება ქვეყნის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტია. „მოლდოვამ კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სამყაროსთან გაერთიანებისკენ გაბედული ნაბიჯი გადადგა", - განაცხცადა პრეზიდენტმა.

მოლდოვა, ასევე როგორც საქართველო, დოკუმენტის ხელმოწერას ერთი წლის განმავლობაში ელოდება.

მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოლდოვას მოქალაქეებს შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმს სთავაზობს.

კომენტარები