უკრაინა-ევროკავშირი

ბაროზო: ახალგაზრდა უკრაინელები ევროპის ახალ ნარატივს წერენ

telegraph.co.uk

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირს აქვს უფლება და ვალდებულება, რომ უკრაინელ ხალხს ამ რთულ მომენტში გვერდით დაუდგეს. ამის შესახებ ბაროზომ მილანში გამართულ კონფერენციაზე თქვა.

"ჩვენ ვხედავთ კიევის ცივ ქუჩებში კაცებსა და ქალებს ევროკავშირის დროშებით ხელში. ისინი იბრძვიან ამ დროშისთვის და ასევე უკრაინისთვის, მათი მომავლისათვის. რადგან მათ იციან, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარების მხარე. მათ ნახეს, რაც მოხდა პოლონეთში, რაც მოხდა ბალტიის ქვეყნებში, ევროპა არის ასევე იმედისა და თავისუფლების დაპირება", - ამბობს ბაროზო.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმითვე, სიმართლეს არ წარმოადგენს ის, თითქოს მხოლოდ დასავლეთ უკრაინა უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. ბაროზო აღნიშნავს, რომ უკრაინელების უმრავლესობა ზრუნავს მშვიდობიანი და თავისუფალი მომავლის შესაქმნელად.

"ახალგაზრდა უკრაინელები ევროპის ახალ ნარატივს წერენ", - დასძენს ევროკომისიის პრეზიდენტი.

კომენტარები