სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ვივიან რედინგი სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ რედინგმა Twitter-ის გვერდზე დაწერა. 

„მე, რა თქმა უნდა, არ წავალ სოჭში, უმცირესობების მდგომარეობის გამო მოქმედი რუსული სამართლის პირობებში“, - აღნიშნავს ევროკომისარი.

ვივიან რედინგი ვიცეპრეზიდენტობის პარალელურად, იუსტიციისა და ფუნდამენტური უფლებების საკითხებში ევროკავშირის კომისარია.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი 2014 წლის თებერვალში რუსეთში სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებას პროტესტის ნიშნად არ აპირებს.

რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც იკრძალება „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“.

კომენტარები