სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ღარიბაშვილი: სპორტი პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ. როგორც პრემიერმა თბილისში, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის 42-ე სესიაზე თქვა, სპორტი პოლიტიკისგან თავისუფალი უნდა იყოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, პირველი ნაბიჯები რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მიმართულებით უკვე გადავდგით და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. ამ კონტექსტში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიურ შეჯიბრებებში, რადგან მიგვაჩნია, რომ სპორტი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაცია სოჭში არ გაემგზავრება.

კომენტარები