ილია მეორის საკვირაო ქადაგება

ილია მეორე: ადამიანმა სულიერებასა და ფასეულობებში უკან დიდი ნაბიჯი გადადგა

0 კომენტარი

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში. მაგრამ, ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობაში - ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

პატრიარქის განცხადებით 100 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ მოვიდოდა, დრო, რომ თუნდაც ერთსქესიანთა ქორწინებას ვინმე დაიცავდა.

"ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა და განსაკუთრებით მათ, ვინც მზად არის მიიღოს ეს ნათელი. ამასთან დაკავშირებულია უფლის სიტყვებიც - იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს. შეუძლია თუ არა ადამიანს ეს?! რა თქმა უნდა არა, მაგრამ ეს არის მითითება იმაზე, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში. მაგრამ, ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობაში. ვინ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ისეთ იდეებს, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ვინმე დაიცავდა" - განაცხადა პატრიარქმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები