ოთარ ფარცხალაძის საქმე

ეკა ბესელია: გივი თარგამაძეც ძებნილია

გივი თარგამაძეც ძებნილია, რა ვქნათ, ვილაპარაკოთ ასეთ მორალურ კატეგორიებზე? - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემა არჩევანის წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ თუ რამდენად მისაღებია მისთვის მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ნასამართლევი ოთარ ფარცხალაძე.

ბესელიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომ გივი თარგამაძე რუსეთშია ძებნილი, რადგან ქვეყნებს ვერ დავაყენებთ იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის - გერმანიაში თუ რუსეთში. 

კომენტარები