კოკა ყანდიაშვილი

კოკა ყანდიაშვილმა თანამდებობა დატოვა

reportiori.ge

პრემიერმინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია. კოკა ყანდიაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა. წინასწარი ინფორმაციით, ყანდიაშვილის პოზიციას მაკო ბიგვავა დაიკავებს, რომელიც პირველ ეტაპზე მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანება კოკა ყანდიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე არსებობს. ასევე ცნობილია, რომ ყანდიაშვილი კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კონსულტანტად დაინიშნება.

კომენტარები