გინესის რეკორდი

ფეიერვერკების რეკორდული შოუ დუბაიში 6 000 000 აშშ დოლარად

0 კომენტარი

არაბეთის გაერთიანებული საემიეროების ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქალაქი დუბაი 2014 წელს რეკორდული ფეიერვერკით შეხვდა. დუბაიმ მოხსნა გინესის რეკორდი, რომელიც 2013 წლის 1 იანვარს ქუვეითმა 77 282 ფეიერვერკის გაშვებით დაამყარა.

დუბაიმ 2013 წლის რეკორდსმენს შოუს დაწყების პირველივე წამებზე გაუსწრო. ქალაქის 94-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის გასწვრივ 500 000 ფეიერვერკი ცაში 6 წუთის განმავლობაში ფეთქდებოდა. გრანდიოზულ შოუს ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალყურს.

გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალური ვებგევრდის მიხედვით, დუბაი რეკორდული შოუს მოსაწყობად ბოლო 10 თვე ემზადებოდა, სამზადისში კი 200 სპეციალისტი იყო ჩართული, რომლებმაც შოუს მოსაწყობად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯამში 5 000 სამუშაო საათი დახარჯეს.

ფეიერვერკების სინქრონულად აფეთქებას 100 კომპიუტერი უზრუნველყოფდა, ამან კი შოუს ორგანიზატორებს საშუალება მისცა, ფეიერვერკების შოუ მილიწამის სიზუსტით განეხორციელებინათ.ფეიერვერკების გასაშვებად ორგანიზატორებმა დუბაის ყველაზე ცნობილი და მიმზიდველი ადგილები გამოიყენეს, მათ შორის მსოფლიოში უმაღლესი Burj Khalifa, პალმის ფორმის ხელოვნური კუნძული Palm Jumeirah.

შოუ პიროტექნიკის ამერიკულმა მწარმოებლმა Grucci-მ განხორციელდა.

საახალწლო რეკორდი დუბაის 6 000 000 აშშ დოლარი დაუჯდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები