სამაშველო ოპერაცია

ყინულში ჩარჩენილი რუსული ხომალდიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულია

AFP

ანტარქტიკის ყინულებში ჩარჩენილი გემის აკადემიკ შტოკალსკის ყველა მგზავრი ევაკუირებულია. 52-ვე მგზავრი მაშველებმა ავსტრალიურ ხომალდზე გადაიყვანეს. მათი ევაკუირება ჩინურ ხომალდზე ბაზირებული ვერტმფრენის საშუალებით მოხერხდა. რუსულ ხომალდზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები რჩებიან. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.

კომენტარები