ქუთაისი მაშველებმა მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი გადაარჩინეს.
მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ის წითელი ხიდიდან გადახტა.
მაშველების მოსვლამდე, ის ახალგაზრდა მამაკაცმა გადაარჩინა. ბიჭი, რომელიც რიონში კაცის გადასარჩენად შევიდა მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა.
"ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რათა მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩაძეს მადლობას უხდის გმირული საქციელისთვის!",- წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.