სოჭის ოლიმპიადა

მალაშხია: მთავრობამ სოჭში ჩასვლაზე ყოყმანი სხვა ქვეყნების უარის შემდეგ დაიწყო

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, შოთა მალაშხიას თქმით, საქართველოს მთავრობამ ყოყმანი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპელმა ლიდერებმა იმ პრობლემების წამოწევა დაიწყეს, რაც მათ რუსეთთან აქვთ. მალაშხიამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ რუსეთის იზოლაციის პროცესი საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების ლიდერების მიერ სოჭში ჩასვლაზე უარის თქმის შემდეგ დაიწყო.

"ყოფილი პრემიერიც, ირაკლი ღარიბაშვილიც და სხვა მინისტრები, მათ შორის, ზაქარეიშვილიც კატეგორიულად აცხადებდა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ისინი უნდა წასულიყვნენ. მაგრამ შემდეგ ნახეთ, რაც მოხდა - ნახევარი მსოფლიო, პრაქტიკულად, წასვლას არ აპირებს, ყველამ წამოწია ის პრობლემები, რაც მათ რუსეთთან აქვთ. ესენია უმცირესობების, ადამიანის უფლებების საკითხები და ამ დროს ყველაზე დიდი დანაშაული - ოკუპაცია და ეთნოწმენდა ჩვენმა ხელისუფლებამ არ წამოწია”, - თქვა მალაშხიამ.

კომენტარები