ქრისტეშობა

სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს

0 კომენტარი
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ფოტო: facebook.com/ugulavagigi

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია ხუთი უმთავრესი დღესასწაულიდან ერთ-ერთს - იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის განცხადებით, ის ერთგული დარჩა უძველესი ”ტრადიციის და სახარებისეული გათვლების” და ამიტომ ერთდროულად აღნიშნავს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს 6 იანვარს.

”საკუთარ ღვთაებრივ ბუნებას უფალი იესო 30 წლის ასაკამდე არ ავლენდა და როდესაც მას 30 წელი შეუსრულდა, იგი საკუთარი შობის დღეს მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანში, რა დროსაც ზეციდან გაისმა უფალი მამის ხმა: „ეს არის ძე ჩემი“ და გადმოვიდა სულიწმინდა მაცხოვარზე, როგორც მტრედი”, - ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში. 

დღეს საშობაო ღვთისმსახურებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავა იმყოფებოდა. მათ სომეხ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები