პატრიარქის ეპისტოლე 2014

პრემიერი: პატრიარქის ეპისტოლე ღრმა და შინაარსობრივად დატვირთული იყო

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "პატრიარქის წლევანდელი ეპისტოლე, ისევე როგორც ყოველთვის, ძალიან ღრმა, შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო იყო". ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს სამებაში სადღესასწაულო წირვის შემდეგ განუცხადა.

"მე განსაკუთრებით გამოვყოფდი ერთ-ერთ ეპიზოდს – პატრიარქმა ბრძანა, რომ ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რაღაც ღირებული დავტოვოთ", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. 

პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება". 

კომენტარები