აფხაზეთის ა/რ

McDonald's-ს აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოების სიაში აქვს მითითებული

სწრაფი კვების რესტორნების ქსელ McDonald's-ს თავის ოფიციალურ ვებგევრდზე აფხაზეთი იმ დამოუკიდებელი ქვეყნების ჩამონათვალში უწერია, სადაც კომპანიას ბიზნესი აქვს, ან აპირებს ბიზნესის დაწყებას.

McDonald's-ის ერთ-ერთ ოფიციალურ, პოტენციური პარტნიორებისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე aboutmcdonalds.com, საერთაშორისო ფრანჩაზინგის განყოფილებაში არის ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც McDonald's-ს ჰყავს, ან არ ჰყავს პარტნიორები (ფრანჩიზები), რომლებსაც კომპანიის პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის უფლება აქვთ. 

აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალშია აფხაზეთი, რომლის არჩევის შემდეგ მომხმარებელი გადადის გვერდზე, სადაც წერია:

"ბოლო მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია უკვე ათვისებულ ბაზრებზე იყო ფოკუსირებული და ჩვენი ბრენდის ახალ ბაზრებზე განვითარება გარკვეული დროით გადავდეთ - ამ სტრატეგიამ კარგად იმუშავა ჩვენი მეწილეებისა და თანამშრომლებისთვის.

McDonald's ამ სტრატეგიას გარკვეული პერიოდი კიდევ გააგრძელებს, მაგრამ სამომავლოდ ჩვენ შესაძლოა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები იმ ქვეყნებში პარტნიორების მოსაძიებლად, სადაც ისინი არ გვყავს, მათ შორის - აფხაზეთში".

კომპანია, რომელსაც სურს გახდეს McDonald's-ის წარმომადგენელი ამა თუ იმ ქვეყანაში, უნდა აკმაყოფილებდეს არაერთ კრიტერიუმს, მათ შორის, ის უნდა იყოს წარმატებული, დიდი გამოცდილებისა და ფინანსური რესურსის მქონე კომპანია.

McDonald's პოტენციურ პარტნიორებს აპლიკაციის შევსებას სთავაზობს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ბიზნესის დაწყებას აფხაზეთში გადაწყვეტს, პარტნიორს მათ შორის შეარჩევს, ვინც ყველაზე მეტად შეესაბამება მოთხოვილ კრიტერიუმებს.

კომენტარები