აშშ

საქართველოს ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეწვევა

Bill Koplitz / FEMA Photo Library

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ პრესას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუვცხადა. დელეგაცია შეეცდება საქართველოს მთავრობისგან შეიტყოს თუ რა საგარეო გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და როგორ ვითარდება დემოკრატიული პროცესები.  

"დელეგაციას ხელმძღვანელობს სენატორი ჯეიმს ინჰოფი, რომელიც საკმაოდ გავლენიანი სენატორია. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ აშშ-ის საქართველოსადმი აქვს არა მარტო როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მხარდაჭერა, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებაში. საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას მხარს უჭერენ ამერიკის სენატში, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის პროცესი არის შეუქცევადი", - განაცხადა ზალკალიანმა. 

კომენტარები