2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა

ჯიჰადისტების მუქარა სოჭის ოლიმპიადის ვიზიტორებსა და მონაწილეებს

CNN-ის ინფორმაციით, ჯიჰადისტებმა ინტერნეტით სოჭის ოლიმპიადის ორგანიზატორების, მონაწილეებისა და ვიზიტორების წინააღმდეგ ვიდეომუქარა გაავრცელეს.

"ჩვენ მოვამზადეთ საჩუქარი თქვენთვის და ყველა იმ ტურისტისთვის, ვინც ოლიმპიადას დაესწრება. თუ თქვენ გამართავთ ოლიმპიადას, ჩვენგან მიიღებთ საჩუქარს იმ მუსლიმების გამო, რომელთა სისხლიც დაიღვარა", - ნათქვამია ჯიჰადისტების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, სადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი საუბრობს.

CNN ასევე ავრცელებს ამერიკელი კანონმდებლების მოსაზრებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სოჭის ოლიმპიადა უსაფრთხო არ იქნება.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სრულად აკონტროლებს სიტუაციას, მიღებული აქვს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები. რუსეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადის ვიზიტორებს სრულ უსაფრთხოებას ჰპირდება.

მიუხედავად პუტინის დაპირებისა, გავლენიანი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები რუსეთში არსებულ არასტაბილურ გარემოსა და რამდენიმე კვირის წინ ვოლგოგრადში მომხდარ ტერაქტებზე ამახვილებენ ყურადღებას, რა დროსაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები