კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინო ფილმს ”საძულველი რვანი” აღარ გადაიღებს

0 კომენტარი
ფოტო: levonbiss.com

კვენტინ ტარანტინო ფილმს ”საძულველი რვანი” აღარ გადაიღებს. ”კრიმინალური საკითხავის”, ”ცოფიანი ძაღლებისა” და ”უსახელო ნაბიჭვრების” რეჟისორმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ფილმის სცენარმა ჰოლივუდში გაჟონა.

”მე სცენარი ფილმის ”ჯანგო განთავისუფლდა” ერთ-ერთ სცენარისტს რეჯი ჰადლინს მივეცი. მან ჰოლივუდის ერთ-ერთი აგენტი სახლში სცენარის წასაკითხად მოიპატიჟა. ეს ღალატია. მე სცენარი სამ მსახიობს ბრიუს დერნს, ტიმ როტსა და მაიკლ მედსენს ვაჩვენე. ნამდვილად ვიცი, რომ ტიმ როტს სცენარი არავისთვის უჩვენებია. იმ ორიდან ერთ-ერთმა კი თავის აგენტს სცენარის წაკითხვის უფლება მისცა, რომელმაც ტექსტი მთელ ჰოლივუდს წააკითხა. ნამდვილად არ ვიცი, ეს აგენტები როგორ მუშაობენ, მაგრამ ამ ფილმის გადაღებას აღარ ვაპირებ”, - განაცხადა კვენტინ ტარანტინომ.

რეჟისორის თქმით, ის ”საძულველი რვანის” სცენარს წიგნის სახით გამოსცემს და სხვა პროექტზე მუშაობას დაიწყებს, მისი თქმით, მინიმუმ 10 იდეა აქვს, რომელზეც ფილმის გადაღება სურს.

”საძულველი რვანი” ვესტერნი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ფილმთან ”ჯანგო განთავისუფლდა” საერთო არაფერი ექნებოდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები