ხუდონჰესის მშენებლობა

კალაძე, ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით, ხაიშში ჩასვლას აპირებს

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში ხაიშში ჩასვლას აპირებს. მისი თქმით, მთავრობა კონსტრუქციული იქნება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგეტიკისთვის. ესაა ფაქიზი და სენსიტიური თემა და ძალიან კარგად გვესმის მოსახლეობის. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ადგილობრივების დარწმუნება იმაში, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკის განვითარებისთვის. მთავრობა იქნება კონსტრუქციული და ვფიქრობ, შედეგიც იქნება", - თქვა კალაძემ.

კომენტარები