ობამას ყოველწლიური მიმართვა

ობამა: უკრაინას კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ არაერთხელ მოვუწოდეთ

washingtonpost

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგა. გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრისთვის კონგრესის თანხმობის გარეშეც იბრძოლებდა. მისი თქმით, ის ამ საკითხზე კონგრესთან მუშაობას გეგმავს. თუმცა, თუ კონგრესმენები მისი პროგრამის რეალიზაციას მხარს არ დაუჭერენ, ის დამოუკიდებლად იმოქმედებს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ალ-ყაიდასა და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლას გააგრძელებს. ობამას განცხადებით, 2014 წელს გუანტანამოს ციხის დახურვაც იგეგმება, სადაც ტერორიზმში ბრალდებული პირები იხდიან სასჯელს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას უკრაინის შესახებაც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, უკრაინელ ხალხს უფლება აქვს, საკუთარი მომავლის შესახებ თავისუფლად ისაუბროს. პრეზიდენტმა ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უკრაინის ხელისუფლებასა და დემონსტრანტებს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდა.

კომენტარები