თბილისის ბიუჯეტი 2014

საკრებულო თბილისის ბიუჯეტზე 12 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს

primetimenews.ge

თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტზე 12 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს - ამის შესახებ განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა გააკეთა. 

შიხიაშვილის განმარტებით, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა თბილისის ბიუჯეტი იქნება.

"მოვუწოდებ ყველა კომისიის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებს, შემჭიდროებულ ვადებში, მეტი თანამშრომლობით მივიღოთ სრულყოფილი ბიუჯეტის პროექტი, რომელზეც შეიძლება გვქონდეს მსჯელობა რიგგარეშე სხდომაზე", - განაცხადა შიხიაშვილმა. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მან 13:00 საათზე ბიუროს გაფართოებული სხდომა დანიშნა, რათა თბილისში შექმნილი არაორდინარული ვითარების განმუხტვის გზები მოიძებნოს.

"ვიწვევ ბიუროს გაფართოებულ სხდომას, რათა დავიწყოთ ფიქრი შექმნილი არაორდინარული ვითარების განმუხტვის გზებზე, ვინაიდან მხოლოდ კომპრომისების და კონსენსუსის ფორმით შევძლებთ ქალაქში სტაბილური გარემოს შექმნას. თუ ოპონენტებს ამის სურვილი გააჩნიათ, მზად ვართ, დაიწყოს კონკრეტული მოქმედებები, რათა დისკომფორტი აღარ შეექმნათ თბილისელებს", - აღნიშნა შიხიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა. 

კომენტარები