თბილისის ბიუჯეტი 2014

თბილისის ბიუჯეტის ვერშესრულების გამო, საკრებულომ მასში ცვლილებები შეიტანა

timer.ge

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი და 31 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. 

დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭირო თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის ვერშესრულების გამო გახდა.

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი 110 მილიონი ლარით ვერ სრულდება. მათი თქმით, ტენდერების ჩაშლის გამო საგზაო და ავარული შენობების გამაგრების სამუშაოები არ ჩატარდა. ირაკლი აბესაძის განცხადებით, შემცირდა განათლების, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაც. აბესაძე ამბობს, რომ აღნიშნულის გამო თბილისის მერისა და მთავრობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

უმრავლესობის წევრები კი აღნიშნავენ, რომ ის ნაშთი, რომელიც თბილისის ბიუჯეტში დარჩა, სხვადასხვა სოციალურ პროექტს მოხმარდება: თბილისის მერიას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში - საბავშვო ბაღებში, დასუფთავების და სატრანსპორტო და სხვა სამსახურებში დასაქმებული ადამიანები მე-13 ხელფასს მიიღებენ. ამასთან, 12 ათას ოჯახს დასუფთავების დავალიანება გაუნულდება, რაც დაახლოებით ერთი მილიონ ლარის ოდენობისაა.

კომენტარები