ზურაბ ჟვანიას საქმე

არჩილ კბილაშვილი ზურაბ ჟვანიას საქმეზე: გამოძიება ინტენსიურად მიდიოდა

Archil Kbilashvili
Tabula

არჩილ კბილაშვილმა "ტელეიმედზე" გადაცემაში "პოლიტიკის დრო" საუბრისას, ზურაბ ჟვანიას საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით საქმის სწრაფი გახსნის მოლოდინი ცალკეული ადამიანების განცხადებებმა განაპირობა.

"ამ მიმართულებით ინტენსიური გამოძიება მიდიოდა... მოლოდინი იმისა, რომ ეს იქნებოდა სწრაფად, ცალკეული ადამიანების გამონათქვამების შედეგად შეიქმნა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქმე გაიხსნება, ზუსტად დადგინდება რაც მოხდა, მაგრამ დროში პროგნოზირება არავის შეუძლია, რადგან მრავალი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი", - განაცხადა კბილაშვილმა. 

კომენტარები